ირაკლი კობახიძე - ჯონ მაკკეინს დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებაში
ირაკლი კობახიძე - ჯონ მაკკეინს დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს გამორჩეული მეგობრის, სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის სახელით ამერიკელ ხალხს, გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ამერიკელი სენატორის, საქართველოს გამორჩეული მეგობრის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო. ჯონ მაკკეინს დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებაში. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ამერიკელ ხალხს, გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. 24 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკკეინმა, რომელიც თავის ტვინის სიმსივნეს ებრძოდა, სპეციალურ მკურნალობაზე უარი განაცხადა. ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი გასული წლის ზაფხულში დაუსვეს.