საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს.
„ქართველი ხალხის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეგობარ ერს – ებრაელებს ვულოცავ ხანუქას დღესასწაულს. ეს არის სინათლის დღესასწაული, რაც კეთილის ბოროტზე და სინათლის სიბნელეზე გამარჯვების სიმბოლოა. ამ დღესასწაულს თქვენთან ერთად ზეიმობს ქართველი ხალხიც,რადგან უდიდესია ებრაელი ერის ამაგი და შრომა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისა და განვითარებისათვის. ჩვენი მეგობრობა მრავალ საუკუნეს ითვლის და დარწმუნებული ვარ,რომ ასე გაგრძელდება მომავალშიც – ქართველი ხალხი მუდამ იდგება ებრაელი ხალხის გვერდით.
საქართველოს პარლამენტის სახელით, კიდევ ერთხელ გილოცავთ ხანუქას! გისურვებთ მშვიდობასა დაკეთილდღეობას! საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.