ირაკლი გოგავა - გრეტა ტუნბერგის უკან გლობალისტი და ნეოლიბერალი ძიები დგანან, რომლებიც გოგონას ჯერ ცნობადობას უმაღლებენ, შემდეგ მათი დღის წესრიგის გაჟღერებას დაავალებენ
ლიბერალურმა ჟურნალმა TIME წლის პერსონად შვედი გოგონა გრეტა ტუნბერგი გამოაცხადა. თითქოს არაფერი, რა უნდა გვქონდეს საწინააღმდეგო?! რომ არა ერთი გარემოება: ამ გოგონას უკან გლობალისტი და ნეოლიბერალი ძიები დგანან, რომლებიც პატარა გრეტას ჯერ ცნობადობას უმაღლებენ, შემდეგ კი მათი დღის წესრიგის გაჟღერებას დაავალებენ, – ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი გოგავა „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
„უფრო შემდეგ თავად ის ძიებიც გამოვლენ ნეოლიბერალიზმის და გლობალიზმის კი არა, „პატარა გრეტას“ მხარდასაჭერად. ეშმაკური ჩანაფიქრია, მაგრამ ლიბერალური მედიის ძალებით მასებზე იმუშავებს. შედეგად მივიღებთ იმას, რომ ჩვენს მსგავს ქვეყნებს ბევრ რამეს აუკრძალავენ გლობალური დათბობის და მსოფლიო მოსახლეობის ჭარბი ზრდის გამო. ჩვენი სამამულო ლიბერალები მაისურებს ჩაიცვამენ წარწერით: „მეც გრეტა ვარ“ და გვასწავლიან, როგორ ვიცხოვროთ ისე, რომ 2-3 თაობის შემდეგ სკოლებში ისტორიის მასწავლებელი რომ ახსენებს სიტყვას „ქართველი“, მოსწავლე გაუბედავად აწევს ხელს და იკითხავს: „მასწავლებელო, რას არის ქართველი?“
აქ მხოლოდ ერთით შეგვიძლია დავიმშვიდოთ თავი: ჟურნალმა TIME ადოლფ ჰიტლერიც დაასახელა წლის პერსონად 1938 წელს.
ჰიტლერს და გრეტას არ ვადარებ. ვადარებ ჰიტლერს და გრეტას უკან მდგომ გლობალისტ-ნეოლიბერალებს“, – წერს ექსპერტი.
ჟურნალმა „თაიმმა“ წლის ადამიანად შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი დაასახელა. 92 წლის განმვალობაში პირველად, წლის ადამიანის ტიტული მოზარდმა მიიღო.