ირაკლი გოგავა - იუესეიდ-ის ადმინისტრატორის მოადგილე საქართველოში ჩამოვიდა ძალიან ლამაზად და ზედმეტი ხმაურის გარეშე „დაარბია“ ლიბერალებისა და ნეოკონსერვატორების „რევოლუციური“ გეგმები
ირაკლი გოგავა - იუესეიდ-ის ადმინისტრატორის მოადგილე საქართველოში ჩამოვიდა ძალიან ლამაზად და ზედმეტი ხმაურის გარეშე „დაარბია“ ლიბერალებისა და ნეოკონსერვატორების „რევოლუციური“ გეგმები

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ​(იუესეიდი) ადმინისტრატორის მოადგილე, ბონი ლაურა გლიკი საქართველოში ჩამოვიდა და გადატრიალების სცენარისტებს განუცხადა: Game Over!, – ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი გოგავა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

„თვის ადამიანი“ საქართველოში – ქალბატონი ბონი ლაურა გლიკი (Bonnie Laura Glick), USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი. პრეზიდენტ ტრამპის პირდაპირი წარმომადგენელი და სენატის მიერ დამტკიცებული ფიგურაა.

ქ-ნი გლიკი ჩამოვიდა ძალიან ლამაზად, დიპლომატიურად, ზედმეტი ხმაურის გარეშე „დაარბია“ ლიბერალებისა და ნეოკონსერვატორების „რევოლუციური“ გეგმები. თავად გაანაწილა „USAID საქართველოს“ 2020 წლის 25-მილიონიანი ბიუჯეტი: განათლებაზე, ბიზნესზე, სოფლის მეურნეობაზე… ჩამოიტანა პრეზიდენტ ტრამპის ქალიშვილის – ივანკა ტრამპის ინიციატივა ქალი მეწარმეების მხარდაჭერის შესახებ, რითაც მიგვანიშნა, რომ დონალდ ტრამპის უშუალო მანდატით მოქმედებს. ოქტომბერში ექვსი არასამთავრობოსთვის საარჩევნოდ გამოყოფილი $14 მილიონი რამდენიმე წელზე გადაანაწილა და მათი მხრიდან რევოლუციურ სცენარში მონაწილეობის ალბათობა მინიმუმადე დაიყვანა. ჩვენ ხომ ვიცით, რომ მსუყე დაფინანსების გარეშე ეს ჯგუფი თითსაც არ გაანძრევს. კონგრესმენების კრიტიკულ წერილებსაც მოხდენილი შეფასება მისცა, რომ ისინი საკუთარ და საკუთარი საარჩევნო ოლქის ამომრჩევლების ინტერესებს წარმოადგენენო, მე კი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას და აღმასრულებელ ხელისუფლებასო. პროპორციულ-მაჟორიტარულ არჩევნებზე განაცხადა, რომ ეს საქართველოს გადასაწყვეტიაო. რომ შევაჯამოთ, ქ-ნი გლიკი ჩამოვიდა და გადატრიალების სცენარისტებს განუცხადა: Game Over!

გამოდის, რომ ჩვენს მიერ ნოემბრის ბოლოს გაჟღერებული ანალიზი ნეოკონსერვატორების, ლიბერალებისა და ნაცების მიერ საქართველო-რუსეთის მორიგი ცხელი კონფლიქტისა და შედეგად ანტიტრამპისტული პოლიგონის საქართველოში მოწყობის შესახებ მართებული გზავნილი იყო, რამაც ტრამპის ადმინისტრაციამდე მიაღწია.

შედეგად, ჩამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტის პირდაპირი წარმომადგენელი, ქ-ნი გლიკი და მუსრი გაავლო ამ გეგმებს“, – წერს ექსპერტი ირაკლი გოგავა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.