ირაკლი ბერაია - ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველო კვლავ ლიდერის პოზიციაზეა
ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის საქართველოს წარმატებისა და სანდოობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი და საზომი, ასევე, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ქმედუნარიანობის უტყუარი შეფასება, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის მოწინავე პოზიციაზე ყოფნას განაპირობებს არაერთი კონკრეტული მაჩვენებელი. მისივე განცხადებით, ის, რომ საქართველო კვლავაც მოხსენიებულია, როგორც აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ სფეროში, არაა გასაკვირი.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა საერთო ღირებულებებს, ურთიერთნდობასა და ურთიერთმხარდაჭერას ეფუძნება.
„ქვეყნის მოწინავე პოზიციაზე ყოფნას განაპირობებს ისეთი კონკრეტული მაჩვენებლები, როგორებიცაა: ტორორისტული ინციდენტების და მოქალაქეთა ტერორისტული მიზნებით გამგზავრების ფაქტების არარსებობა; კონკრეტული შეკვეთილი მკვლელობების პრევენცია; საფრთხის შემცველი პირების დაკავება; გამართული საკანომდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო, მათ შორის ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; უწყებათშორისი კოორდინაცია და საერთაშორისო თანამშრომლობა; სასაზღვრო, საავიაციო და საზღვაო უსფრთხოების სფეროში გადადგმული ნაბიჯები. ანგარიშში, ტრადიციულად, განსაკუთრებული ადგილი ეთმობა უსაფრთხოების სამსახურის ტერორიზმთან ბროლაში წამყვანი და მაკოორდინირებელი როლის და უწყების მაღალი ეფექტიანობის ხაზგასმას. მნიშნვლოვანი ყურადღებაა გამახვილებული სასაზღვრო პოლიციის და მისი დანაყოფის – სანაპირო დაცვის პროდუქტიულ საქმიანობაზე. ტეროროზმთან ბრძოლის სფეროში საქართველოს პოზიციონება არის იმის შედეგი, რომ ჩვენს სპეცსამსახურებს აქვთ თვალი და ყური ყველგან, საიდანაც საფრთხე ემუქრება ან, შესაძლოა დაემუქროს ჩვენს მოქალაქეებს და სახელმწიფოს. ხდება საფრთხეებზე მათი ფორმირების პროცესში გავლენის მოხდენა, მათი წარმოშობის ფაზაშივე აღკვეთა, ჩახშობა. ანალიტიკური სამსახურები აკეთებენ სწორ ანალიზს, რის საფუძველზე ხდება პრიორიტეტების სწორი განსაზღვრა და შედეგის მომტანი კონკრეტული პრაქტიკული ზომების ან/და კონტრზომების დაგეგმვა და განხორციელება. ის, რომ საქართველო კვლავაც მოხსენიებულია, როგორც აშშ-ის მნიშნველოვანი პარტნიორი ამ სფეროში, არც არის გასაკვირი. ჩვენს ქვეყანას და მისი უსაფრთხოების სისტემას ყოველთვის გამოარჩევდა პასუხისმგებლობის მაღალი ხარისი. საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა საერთო ღირებულებებს, ურთიერთნდობას და ურთიერთმხარდაჭერას ეფუძნება. ყოველდღიულ ცხოვრებაში კარგად იგრძნობა, რომ საქართველო და მისი მოქალაქეები დაცული არიან ტერორისტული საფრთხეებისგან და საქართველოს კონტრტერორისტული ძალისხმევით და საქართველოსთან თანამშრომლობით ჩვენი პარნტიორებიც თავს გრძნობენ უფრო უსაფრთხოდ და დაცულად“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.