პარლამენტმა ირაკლი ბერაიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

16:06, 16.04.2024

საქართველოს პარლამენტმა ირაკლი ბერაიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე დადგენილების პროექტს 85 ხმით მხარი დაუჭირა.

დადგენილების პროექტი პლენარულ სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა. მისი განმარტებით, საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ირაკლი ბერაიამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაიკავა თანამდებობა, რომელიც პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელია.

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ირაკლი ბერაიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა.

ირაკლი ბერაია 5 აპრილს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა. მან საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შალვა ლომიძე შეცვალა.

მსგავსი