საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა.

შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უკვე გამოსცა.

ირაკლი ბერაია დღემდე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. სხვადასხვა დროს ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, ასევე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.

ირაკლი ბერაიამ საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შალვა ლომიძე შეცვალა, რომლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება პრემიერ-მინისტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.