ირაკლი ბერაია – საჭიროა მზარდი საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, ოკუპაცია დასრულდება, ქართული მიწა არასდროს გახდება რუსული
აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილება, რომ გადასცეს რუსეთის ფედერაციას საქართველოს მიწა/აქტივები ბიჭვინთაში, არის შემზარავი და წარმოადგენს რუსი ოკუპანტების მიერ ანექსიის ნაბიჯების გაგრძელებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში წერს.
„საჭიროა მზარდი საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, რომ რუსეთმა ტერიტორია დატოვოს. ოკუპაცია დასრულდება. ქართული მიწა/აქტივები არასდროს გახდება რუსული“, – წერს ბერაია.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.
Illegal decision by Abkhaz so-called authorities 2 transfer 🇬🇪 land/assets in Bichvinta 2 RF is appalling & continuation of annexation steps by Russian occupiers. Growing intl pressure must be applied on RUS 2 leave. Occupation will end. 🇬🇪 lands/assets will never become Russian.
— Irakli Beraia (@IrakliBeraiaMP) December 27, 2023