ირაკლი ბერაია - ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია, დოკუმენტი პარლამენტში დასამტკიცებლად მომავალი წლის დასაწყისში შევა
პარლამენტის თავდაცვისა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია და დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში დასამტკიცებლად მომავალი წლის დასაწყისში შევა.
როგორც ჟურნალისტებს ბერაიამ განუცხადა, თავდაცვის კომიტეტის ინიციატივით, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვისთვის სავალდებულო ხუთწლიან ვადას აწესებს.
მისი თქმით, დოკუმენტში ყველა ის გამოწვევა იქნება ასახული, რაც ქვეყანას უსაფრთხოების მიმართულებით აქვს.
„ასახული იქნება ის ღირებულებები და ფასეულობები, რასაც ჩვენი უსაფრთხოების პოლიტიკა ეფუძნება. ასევე ასახული იქნება პრიორიტეტები და პრიორიტეტების ფარგლებში ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი მიმართულებები”, – აცხადებს ბერაია.