თბილისის ეროვნული მუზეუმის შემდეგ, ორგანიზაციების „სიღნაღის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობელთა კავშირი“ და „ქედელი“ ბენეფიციარებს სიღნაღის მუზეუმმა უმასპინძლა.
პროგრამის „აღმოაჩინე ფიროსმანის“ ფარგლებში, ფიროსმანის ნამუშევრები კახეთში მცხოვრებმა სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვებმა დაათვალიერეს.
ბავშვებმა სპეციალურად გადამზადებულ გიდთან ერთად ექსპოზიცია დაათვალიერეს და მიღებული შთაბეჭდილებების შემდეგ ნამუშევრებიც შექმნეს.
პროექტი „ინკლუზიური განათლება საქართველოს მუზეუმებში“ მიზნად ისახავს ინკლუზიური საგანმანათლებლო პროგრამების დამკვიდრებას საქართველოს სამუზეუმო სივრცეში. პროექტში ჩართულია 24 მუზეუმი მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პარტნიორობით და ევროპის ფონდის დაფინანსებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გრანტის ფარგლებში.