ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სამი თვის ბავშვის მდგომარეობა მძიმე არ არის
ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სამი თვის ბავშვის მდგომარეობა მძიმე არ არის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით 32 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ერთი სამი თვის ბავშვია.

ენდელაძის თქმით, მისი მდგომარეობა მძიმე არ არის.

„ბავშვებიც გვყავს, ერთი სამი თვის ბავშვია, ამ ეტაპზე მძიმე არ არის და ვფიქრობთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – დასძინა ენდელაძემ.

გარდა ამისა, ენდელაძის განმარტებით, კლინიკაში მკურნალობს სამი მძიმე პაციენტი, თუმცა ვარაუდობს, რომ პროგნოზი კეთილსაიმედო იქნება.