თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ირანის ოთხი მოქალაქე შეჰყავთ. არსებული ინფორმაციით, მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ.
ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ინფექციურ საავადმყოფოში დაუდასტურეს.
განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით 22:00 საათზე გაკეთდება.
ამასთან, ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შეყვანილ ირანის სამ მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.