ინფექციურ საავადმყოფოში ირანის ოთხი მოქალაქე შეჰყავთ

21:20, 22.02.2020

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ირანის ოთხი მოქალაქე შეჰყავთ. არსებული ინფორმაციით, მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ.

ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ინფექციურ საავადმყოფოში დაუდასტურეს.

განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით 22:00 საათზე გაკეთდება.

ამასთან, ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შეყვანილ ირანის სამ მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

მსგავსი