ინდონეზიაში ვულკან „სემერუს“ ამოფრქვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 41 ადამიანი
ინდონეზიის აღმოსავლეთ, ჯავას პროვინციაში ვულკან „სემერუს“ ამოფრქვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 41 ადამიანი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ფერფლითა და კვამლით დაიფარა მიმდებარე დასახლებები, სტიქიის ზონიდან კი, სულ მცირე 300 ოჯახის ევაკუაცია მოხდა.
ოფიციალური პირების განცხადებით, ჯერ კიდევ ვერ ხერხდება რამდენიმე დასახლებამდე მიღწევა, რადგან მისასვლელი გზები ტალახითა და წაქცეული ხეებით არის დაფარული.