ინდონეზიაში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი ორი შემთხვევა დაფიქსირდა
ინდონეზიაში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი დაინფიცირებული 64 წლის ქალია, მეორე კი მისი 31 წლის შვილი. მათ იაპონიის მოქალაქესთან ჰქონდათ კომუნიკაცია, რომელსაც 27 თებერვალს კორონავირუსი დაუდგინდა.
ორივე დაინფიცირებული ინფექციურ საავადმყოფოში, იზოლირებულ პალატაშია მოთავსებული.