ინდონეზიაში „კოვიდ-19“-ის 1 681 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 71 ადამიანი კი გარდაიცვალა
ინდონეზიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1681 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ინდონეზიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 71 ადამიანი გარდაიცვალა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინდონეზიაში „კოვიდ-19“- ის 75,699 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ჯამში ვირუსს 3 606 ადამიანი ემსხვერპლა.