ინდონეზიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 479 ადამიანი დაინფიცირდა, ასევე 19 პირი დაიღუპა.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ინდონეზიაში „კოვიდ-19“-ის 22 750 შემთხვევა არის დაფიქსირებული, დაღუპულია 1391 ადამიანი.