ინდონეზიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 3 000 ადამიანი დაინფიცირდა, 105 პაციენტი გარდაიცვალა
ინდონეზიაში უკვე მეორე დღეა, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად იზრდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 3 000 ადამიანი დაინფიცირდა, 105 პაციენტი კი გარდაიცვალა.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ინდონეზიაში კორონავირუსის 165 887 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 7 169 პირი გარდაიცვალა.