ინდონეზიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 381 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდონეზიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, „კოვიდ 19“-ის 2,381 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირების 104,432 შემთხვევაა დაფიქსირებული.
„გარდიანის“ ინფორმაციით, ინდონეზიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 74 პაციენტი დაიღუპა.
ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 5 ათასს აღწევს.