ინდოეთში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს სამი ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაკავებულია ათობით დემონსტრანტი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეზღუდულია ინტერნეტთან წვდომა.
პროტესტი კანონპროექტს უკავშირდება, რომელიც რელიგიური უმცირესობებისთვის მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივებას ითვალისწინებს. მათ შორის არიან ბუდისტები, ინდუისტები, ქრისტიანები, სიქები, თუმცა სიაში არ არიან მუსლიმები. მოქალაქეობის მიღების გამარტივება ავღანეთიდან, პაკისტანიდან და ბანგლადეშიდან ჩასულ პირებს შეეხებათ. მოსახლეობის უმრავლესობა და ოპოზიცია მიიჩნევს, რომ კანონპროექტი დისკრიმინაციულია, თუმცა ინდოეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ კანონპროექტში შესულ სამ ქვეყანაში მუსლიმების დისკრიმინაციას ადგილი არ აქვს. ხელისუფლების განმარტებით, სწორედ ამიტომ არ შეიყვანეს სიაში მუსლიმები.