შალვა პაპუაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს
შალვა პაპუაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს.

„ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ ყურბან-ბაირამის დღესასწაულს.

ვუერთდები თქვენს სიხარულს და თქვენთან ერთად ვზეიმობ ამ ძვირფას დღეს.

მინდა, ვუსურვო მშვიდობა და კეთილდღეობა, გაძლიერება და გამთლიანება ჩვენს ქვეყანას და სიხარული და სიყვარული თქვენს ოჯახებს“, – აღნიშნულია შალვა პაპუაშვილის მილოცვაში.