საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს.
„ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ ყურბან-ბაირამის დღესასწაულს.
ვუერთდები თქვენს სიხარულს და თქვენთან ერთად ვზეიმობ ამ ძვირფას დღეს.
მინდა, ვუსურვო მშვიდობა და კეთილდღეობა, გაძლიერება და გამთლიანება ჩვენს ქვეყანას და სიხარული და სიყვარული თქვენს ოჯახებს“, – აღნიშნულია შალვა პაპუაშვილის მილოცვაში.