იმედა დარსალია - „ახალი კვირა“ სატელევიზიო ჟურნალია, რომელიც სატელევიზიო ბაზარზე საკმაოდ დიდი ხმაურით შემოვა
იმედა დარსალია - „ახალი კვირა“ სატელევიზიო ჟურნალია, რომელიც სატელევიზიო ბაზარზე საკმაოდ დიდი ხმაურით შემოვა

„ახალი კვირა“ სატელევიზიო ჟურნალია, რომელიც სატელევიზიო ბაზარზე 4 მარტიდან საკმაოდ დიდი ხმაურით შემოვა, – განაცხადა „ახალი კვირის“ წამყვანმა, იმედა დარსალიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„მაყურებელს აქ, პირველ არხზე, ყოველ კვირას, 21:00 საათზე შევხვდებით. პირველი გადაცემის ხმაურის მიზეზი სიურპრიზია და ნუ მკითხავთ, მაინც არ გეტყვით“, – განაცხადა დარსალიამ.

მისი თქმით, გადაცემას სერიოზული რეპორტიორების გუნდი მოამზადებს.

„ვიქნებით ყველგან და ყველა ადამიანთან, ვისაც ჩვენი დახმარება დასჭირდება; გავაშუქებთ ყველაფერს, რაც ჩვენი მაყურებლისთვის და ზოგადად, მთელი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია და ვიქნებით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, საიდანაც მაყურებლისთვის საინტერესო ამბავის მოყოლა შეიძლება“, – განაცხადა დარსალიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა თემები გაშუქდება „ახალ კვირაში“, იმედა დარსალიამ აღნიშნა, რომ გუნდს აქვს პრეტენზია, მაყურებელს პროფესიონალურად მომზადებული საგამოძიებო რეპორტაჟები აჩვენოს.