იმ პირის სახლსა და ოფისში, რომელმაც მიხეილ რამიშვილს სატელიტიდან გადაღებული ფოტოები გადასცა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
იმ პირის სახლსა და ოფისში, რომელმაც მიხეილ რამიშვილს სატელიტიდან გადაღებული ფოტოები გადასცა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ფაქტს ადასტურებენ პროკურატურაში.
ამასთან, პროკურატურაში აცხადებენ, რომ დავით ფურცხვანიძეს საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, მობილური ტელეფონი ჩამოერთვა.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ფურცხვანიძე მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ფოტოებთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მიაწოდოს.