ცხრა თვის განმავლობაში, ილონ მასკის Tesla Roadster-მა და მისმა „მძღოლმა“, Starman-მა მრავალი მილიონი კილომეტრი გაიარა.
2018 წლის თებერვალში კოსმოსში გაშვებული წითელი ელექტრომანქანა და ასტრონავტის ფორმაში გამოწყობილი მისი მანეკენი მძღოლი უკვე მარსს გასცდა. ამის შესახებ SpaceX-ი Twitter-ზე წერს.
ავტომობილი, რომელიც ერთ დროს პირადად მასკს ეკუთვნოდა, მარსს გადაღმა მუდმივად არ დარჩება. როგორც დიაგრამაზე ხედავთ, მანქანა მზის გარშემო მოძრაობს და ჩვენს დედავარსკვლავს ის ზოგჯერ იმავე მანძილზე მიუახლოვდება, რითაც მისგან დედამიწაა დაშორებული.
2091 წელს ავტომობილი მშობლიურ პლანეტას რამდენიმე ასეულ ათას კილომეტრზე მოუახლოვდება, რამდენიმე ათეული მილიონი წლის შემდეგ კი სავარაუდოდ, დედამიწაზე ან ვენერაზე ჩამოვარდება. მკვლევართა განცხადებით, არსებობს 6 პროცენტიანი შანსი, რომ მომდევნო 1 მილიონი წლის განმავლობაში მანქანა დედამიწას დაეცეს, ვენერას შემთხვევაში კი ამის ალბათობა 2,5 პროცენტია.
მანქანისა და მანეკენის მარშრუტს მზის გარშემო, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ამ ვებგვერდზე, ცოცხალ რეჟიმში.