ილია წულაია - მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის სტაბილურობის, ეკონომიკური წინსვლის და ხალხის დასაქმების გარანტია
ილია წულაია - მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის სტაბილურობის, ეკონომიკური წინსვლის და ხალხის დასაქმების გარანტია

ილია წულაია – მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის სტაბილურობის, ეკონომიკური წინსვლის და ხალხის დასაქმების გარანტია

საქართველოს პარლამენტის წევრი ილია წულაია ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს და საგადასახადო დავალიანებების შესახებ პრემიერის ინიციატივას აფასებს.

„მაისის თვეში უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, რაც აჩვენებს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიგვყავს. გაზრდილია ექსპორტი, ტურისტების რაოდენობა, ფულადი გზავნილები. ამის ფონზე გვყავს ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ვერ იღებენ ამ წინსვლაში მონაწილეობას წარსულში დაკისრებული საგადასახადო დავალიანების გამო. ამიტომ ვფიქრობ, პრემიერის ინიციატივა ამ ვალების განულების შესახებ არის დროული და საჭირო. აღნიშნულ მეწარმეები ჩაერთვებიან საქართველოს ეკონომიკის ზრდაში, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია – მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში. სწორედ ეს სეგმენტია ქვეყნის სტაბილურობის, ეკონომიკური წინსვლისა და ხალხის დასაქმების გარანტი”, – განაცხადა ილია წულაიამ.