ილია ნაკაშიძე - პოლიტიკური დაძაბულობა სარკისებურად გადადის საზოგადოებაში
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ილია ნაკაშიძის განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში არსებული დაძაბულობა სარკისებურად გადადის საზოგადოებაში.
ილია ნაკაშიძე ბათუმში პოლიციელის დაჭრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რაც მოხდა, საზოგადოებისთვის მიუღებელია.
„ფიზიკური თავდასხმა მოხდა სამსახურებრივი მოვალეობისას. ეს ადამიანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი დაზიანება საკმაოდ სერიოზულია. რაც ხდება, ეს პოლარიზებული გარემოს შედეგია. ჩვენი პოლიტიკური დაძაბულობა სარკისებურად გადადის საზოგადოებაში და ფაქტს საზოგადოებამ უნდა უპასუხოს”, – განაცხადა ნაკაშიძემ.