ილია ელოშვილის ინფორმაციით, ვარკეთილში, ბაზრობის ტერიტორიაზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე სრულად აღმოფხვრილია
ილია ელოშვილის ინფორმაციით, ვარკეთილში, ბაზრობის ტერიტორიაზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე სრულად აღმოფხვრილია

ვარკეთილში, ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკლიზებულია და ცეცხლის გავრცელების საფრთხე სრულად აღმოფხვრილია, მათ შორის ბენზინგასამართ სადგურზეც. ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა განაცხადა.

როგორც ელოშვილმა აღნიშნა, ხანძრის შედეგად დაიწვა 1000-დან 1500 კვადრატულ მეტრამდე ფართობი.

მისივე თქმით, გაიმართება შეხვედრა სავაჭრო ობიექტების მეპატრონეებთან, რის შედეგად დადგინდება ზარალი.

„დედაქალაქის მერია მაქსიმალურად დაუდგება გვერდში დაზარალებულებს“,- აღნიშნა ელოშვილმა.

დედაქალაქის მერის მოადგილემ მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადაუხადა. ხანძარი ვარკეთილში დაახლოებით 22:00 საათზე გაჩნდა. მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი.