საქართველოს პირველი არხის აფხაზურ და ოსურენოვანი ვებგვერდების რედაქტორები ლიტერატურულ პრემია „საგურამოს“ ლაურეატები გახდნენ
ილია ჭავჭავაძის საგურამოს მემორიალურ სახლ-მუზეუმში ლიტერატურული პრემია „საგურამოს“ ლაურეატები დასახელდნენ.
ლაურეატებს შორის არიან, საქართველოს პირველი არხის აფხაზურ და ოსურენოვანი ვებგვერდების რედაქტორები ირმა ოსია და ნაირა ბეპიევი.
ირმა ოსია და ნაირა ბეპიევმა ქართველი პოეტის, დავით მაღრაძის პოემა „ჯაკომო პონტი“ აფხაზურ და ოსურ ენაზე თარგმნეს. თარგმანების პრეზენტაცია 2019 წლის მაისში გაიმართა.
პოემა „ჯაკომო პონტი“ დავით მაღრაძემ 2009 წელს დაწერა. ის ათ ენაზეა თარგმნილი.
პრემია „საგურამოს“ ლაურეატების დაჯილდოება 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს გაიმართება.