ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში, „ილიაობა“ აღინიშნა.
„ილიაობა“ ის დღესასწაულია, რომლის აღნიშვნაც ილიას ძალიან უყვარდა. დიდი ზეიმი და სტუმრიანობა იმართებოდა საგურამოს სახლში.
ტრადიციად ქცეული დღესასწაული 2019 წლის 2 აგვისტოს მასპინძელი მხარე სვანეთი იყო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ანსამბლები მესტიიდან და ლენტეხიდან.
„ილიაობის“ დღესასწაული 2014 წელს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის, ანდრო ბედუკაძის ინიციატივით აღდგა.
განახლებული ფორმატის მიხედვით, ყოველი წლის 2 აგვისტოს, „ილიაობის“ მასპინძლები საგურამოში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული კუთხეები ხდებიან ნიშნად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძე ერთიანი საქართველოს სიმბოლოა და ილიას სახლი სრულიად საქართველოს სახლია.