სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას მამუკა ბახტაძე და სალომე ზურაბიშვილი ესწრებიან

12:01, 02.08.2019

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ილიაობას აღნიშნავს. საზეიმო წირვას უწმინდესი სამღვდელოებასთან ერთად სამებაში აღავლენს.

ეკლესია დღეს მოიხსენიებს წმინდა ილია თეზბიტელს და ილია მართალს (ჭავჭავაძე). დღესვე აღინიშნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ანგელოზის დღე.

საზეიმო წირვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებიან.

პრემიერმა უწმინდესსა და უნეტარესს ანგელოზის დღე პირადად მიულოცა.

მსგავსი