სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას მამუკა ბახტაძე და სალომე ზურაბიშვილი ესწრებიან
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ილიაობას აღნიშნავს. საზეიმო წირვას უწმინდესი სამღვდელოებასთან ერთად სამებაში აღავლენს.
ეკლესია დღეს მოიხსენიებს წმინდა ილია თეზბიტელს და ილია მართალს (ჭავჭავაძე). დღესვე აღინიშნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ანგელოზის დღე.
საზეიმო წირვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებიან.
პრემიერმა უწმინდესსა და უნეტარესს ანგელოზის დღე პირადად მიულოცა.