სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა იემენში, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად.
შემთხვევა ქვეყნის დასავლეთით, ჰოსეიდას პროვინციაში მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცლებენ.
იემენში კონფლიქტი 2014 წლიდან მიმდინარეობს. მას შემდეგ რაც ჰუსიტების ამბოხების გამო, ქვეყნის პრეზიდენტი იძულებული გახდა გაქცეულიყო. მან მხარდაჭერისთვის საერთაშორისო კოალიციას მიმართა.