იემენის საპორტო ქალაქ ადენში აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა
იემენის საპორტო ქალაქ ადენში აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა

იემენის საპორტო ქალაქ ადენში აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მოხდა. შენობის ჭიშკართან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.

შემთხვევის შედეგად სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო, კიდევ რამდენიმე პირმა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.