იემენის ხელისუფლებასა და მეამბოხე ჰუსიტებს შორის შვედეთში სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო
გაერო-ს ეგიდით, იემენის ხელისუფლებასა და მეამბოხე ჰუსიტებს შორის შვედეთში სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო.
მასპინძელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ახლა მხარეებზეა დამოკიდებული კონფლიქტის ბედი.
პროგრესის მიღწევის იმედი გამოთქვა გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა მარტინ გრიფიტმა. მოლაპარაკებებზე მხაარეებმა ნდობის ჩამოყალიბების, ტყვეთა გაცვლისა და სანას აეროპორტის გახსნის საკითხები უნდა განიხილონ.
მოლაპარაკებები შვედეთში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.