იემენის დედაქალაქ სანააში შეტაკებების შედეგად სულ მცირე 234 ადამიანი დაიღუპა
იემენის დედაქალაქ სანააში შეტაკებების შედეგად სულ მცირე 234 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 400-მდე პირი. დედაქალაქში ვითარება გასულ ღამეს გამწვავდა. ორშაბათს საღამოს საათებიდან ინტენსიურად ხორციელდება ავიაიერიშებიც, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა საცხოვრებელი სახლების დატოვებას ვერ ახერხებს.
გაერო მხარეებს ჰუმანიტარული პაუზის დაცვისკენ მოუწოდებს, რომელიც დღეს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე უნდა შენარჩუნებულიყო, რის შემდეგაც მოქალაქეები ტერიტორიიდან გასვლას შეძლებდნენ, თუმცა წითელი ჯვრის წარმომადგენლების განცხადებით, ვითარება იმდენად რთულია, რომ გადაადგილება სასწრაფო დახმარების ბრიგადებსაც უჭირთ.