იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ ავარიის დროს დაშავებული მცირეწლოვანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მცირეწლოვანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
როგორც საქართველოს პირველ არხს იაშვილის სახელობის კლინიკაში განუცხადეს, ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და შესაბამისი პროცედურა უტარდება.
დიღომში ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე ქალსა და მცირეწლოვანს დაეჯახა.
შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.