იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ ავარიის დროს დაშავებული მცირეწლოვანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

15:28, 06.08.2019

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მცირეწლოვანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

როგორც საქართველოს პირველ არხს იაშვილის სახელობის კლინიკაში განუცხადეს, ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და შესაბამისი პროცედურა უტარდება.

დიღომში ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე ქალსა და მცირეწლოვანს დაეჯახა.

შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი