იაპონიის ქალაქ კიოტოში, ანიმეს სტუდიაში ხანძარს 26 ადამიანი ემსხვერპლა
იაპონიის ქალაქ კიოტოში, ანიმეს სტუდიაში ხანძარს 26 ადამიანი ემსხვერპლა

იაპონიის ქალაქ კიოტოში, ანიმეს სტუდიაში ხანძარს, ბოლო მონაცემებით, 26 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაშავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ადგილობრივ საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიოტოში, სამსართულიან შენობაში მდებარე ანიმაციურ სტუდიაში დღეს დილით მამაკაცი შეიჭრა, ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა. თავდამსხმელი 41 წლის მამაკაცია, ის ასევე დაშავებულია. ამასთან, იაპონური მედიის ცნობით, რამდენიმე დაშავებული უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

შემთხვევის ადგილას ამ დრომდე საგანგებო სამსახურები მუშაობენ. მაშველები არ გამორიცხავენ, რომ შენობის ბოლო სართულზე ადამიანები იყვნენ დარჩენილი. ხანძრის გაჩენის დროს შენობაში 70-მდე ადამიანი იმყოფებოდა.