იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნებთან დაკავშირებით ქვეყნაში 46 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა
იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნებთან დაკავშირებით ქვეყნაში 46 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა

იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნებთან დაკავშირებით ქვეყნის ტერიტორიაზე 46 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა. კორონავირუსული პანდემიის პერიოდში ეს არის იაპონიის პირველი საყოველთაო არჩევნები.

ამომრჩევლებს ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 07:00-დან 20:00 სთ-მდე პერიოდში შეეძლებათ.

ადგილობრივი პარლამენტის ქვედა პალატის 465 ადგილიდან 289 ერთმანდატიან ოლქებში, ხოლო 176 პროპორციული წესით იქნება არჩეული ქვეყნის 11 რეგიონში. მიმდინარე არჩევნებში სულ ცხრა პოლიტიკური პარტიის 1 051-მა პოლიტიკოსმა წარადგინა საკუთარი კანდიდატურა.