ირაკლი კობახიძე – ვიმოქმედებთ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით და ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში გაიხსნება საარჩევნო უბანი

11:45, 22.07.2024

საარჩევნო უბანი გაიხსნება ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა.

„ჩვენ ვიმოქმედებთ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით და ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში გაიხსნება უბანი“, –  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მსგავსი