ირაკლი კობახიძე - ვიმოქმედებთ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით და ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში გაიხსნება საარჩევნო უბანი
საარჩევნო უბანი გაიხსნება ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა.
„ჩვენ ვიმოქმედებთ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით და ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში გაიხსნება უბანი“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.