საფრანგეთის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის აღიარებას მოუწოდებს
საფრანგეთის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის აღიარებას მოუწოდებს

საფრანგეთის ქვედა პალატამ 188-ხმით 3-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის აღიარებას მოუწოდებს. კენჭისყრაზე თავი შეიკავა 16-მა დეპუტატმა.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა, 25 ნოემბერს სენატმა უკვე დაამტკიცა. მის წინააღმდეგ გამოდის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ივ ლე დრიანი, რომლის განცხადებითაც, საფრანგეთის ხელისუფლების მიერ მთიანი ყარაბაღის აღიარება ავტომატურად გულისხმობს საფრანგეთის გარიცხვას ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობიდან, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში აქტიურად არის ჩართული.

დატოვე კომენტარი