იაპონიაში მოხუცთა თავშესაფარში ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ხანძარი ჩრდილოეთ იაპონიის ქალაქ საპოროში მდებარე თავშესაფარში გაჩნდა.
სამსართულიან ხის სახლში სულ 16 მოხუცი ცხოვრობდა.
მაშველებმა ხუთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
სამი მათგანი ჰოსპიტალიზებულია.
ადგილობრივი მედის ინფორმაციით, მოხუცებულთა თავშესაფარი არ შეესაბამებოდა უსაფრთხოების ნორმებს, რადგან შენობა არ იყო აღჭურვილი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით.