იაპონიაში მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

11:03, 01.02.2018

იაპონიაში მოხუცთა თავშესაფარში ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ხანძარი ჩრდილოეთ იაპონიის ქალაქ საპოროში მდებარე თავშესაფარში გაჩნდა.

სამსართულიან ხის სახლში სულ 16 მოხუცი ცხოვრობდა.

მაშველებმა ხუთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

სამი მათგანი ჰოსპიტალიზებულია.

ადგილობრივი მედის ინფორმაციით, მოხუცებულთა თავშესაფარი არ შეესაბამებოდა უსაფრთხოების ნორმებს, რადგან შენობა არ იყო აღჭურვილი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით.

მსგავსი