კორონავირუსის შემთხვევების გამო ბათუმის სათნოების სახლ „სავანეში“ კარანტინი გამოცხადდა

11:00, 15.09.2020

ბათუმში, საპატრიარქოსთან არსებულ სათნოების სახლ „სავანეში“, სადაც გუშინ ხუთ ბენეფიციარსა და ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდათ, კარანტინია გამოცხადებული.

დეკანოზ იოანე ბარამიძის განცხადებით, 120-მდე ბენეფიციარისა და 70-მდე თანამშრომლის კვლევების პასუხი დღეს უკვე მიიღეს და ყველას პასუხი უარყოფითია.

დღეს სათნოების სახლში ეპიდემიოლოგებს ელოდებიან, ასევე, ჩატარდება შენობის დეზინფექციაც.

გავრცელებული ინფორმაციით, სათნოების სავანის თანამშრომელი, რომელსაც „კოვიდ-19“ დაუდასტურდა,  ქორწილში იმყოფებოდა. თუმცა დეკანოზი იოანე ბარამიძე ამბობს, რომ თანამშრომელი 2 სექტემბრის შემდეგ  შვებულებაში იმყოფება და სამსახურში არ გამოცხადებულა. მისთვის უცნობია, ქორწილის შემდეგ მივიდა თუ არა ინფიცირებული თავშესაფარში. მამა იოანეს თქმით, ინფიცირებულთა ჯანრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და პროცესი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

მსგავსი