იაპონიაში, ანიმეს სტუდიაში ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა
იაპონიაში, ანიმეს სტუდიაში ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

იაპონიაში, ანიმეს სტუდიაზე თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი. მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია.

ინციდენტი ქალაქ კიოტოში მოხდა. როგორც მედია წერს, ხანძარი შენობაში განზრახ გააჩინეს. ადგილზე დაკავებულია 41 წლის მამაკაცი, რომელსაც ხელში ბენზინის ავზი ეჭირა. ის ასევე დაშავდა და საავადმყოფოში იმყოფება.

გავრცელებულ კადრებში ჩანს „კიოტო ანიმეიშენის“ კუთვნილი შენობა, რომელიც თითქმის განადგურებულია. ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით ადგილზე კვლავ რჩებიან მეხანძრეები.

დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.