იაპონიაში, აომორის პრეფექტურაში მიწისძვრა მოხდა.
იაპონური საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 6.1 მაგნიტუდა იყო. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საშიშროების შესახებ განგაში არ გამოცხადებულა. ამ ეტაპზე ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.