იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ გააკეთა, რომელიც ჰოკაიდოს კუნძულზე ჩავიდა და დაზარალებული რაიონები თავად მოინახულა. მანამდე ვრცელდებოდა ცნობა 37 გარდაცვლილის შესახებ. როგორც აბემ განაცხადა, ამჟამად მაშველები მიწისძვრის შედეგად უგზო უკვლოდ დაკარგულების პოვნას ცდილობენ.

კუნძულ ჰოკაიდოზე მიწისძვრა ოთხშაბათს ღამით მოხდა. სტიქიის სიმძლავრე 6,7 ბალი იყო. მიწისძვრას თან მეწყერი მოჰყვა. განმეორებითი ბიძგები ჰოკაიდოზე სულ მცირე 125-ჯერ დაფიქსირდა.

მთავრობის ცნობით, სამაშველო ოპერაციაში ჩართულები არიან მეხანძრეები, მაშველები და სამხედროებიც. ხელისუფლება დაზარალებული რეგიონებისთვის 540 მილიონი იენის გამოყოფას გეგმავს.

დატოვე კომენტარი