იაპონიაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური სააგენტო „კიოდო“ ავრცელებს.

ამ დროისთვის, იაპონიის ხელისუფლება დაშავებულების და შესაძლო ნგრევის შესახებ ინფორმაციას აგროვებს. იაპონური მედია წერს, რომ მილიონამდე სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ფუკუშიმის და მიაგის პრეფექტურებში კი, რამდენიმე ხანძარი გაჩნდა.

იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის ჩამსხვრეული მინები და მაღაზიებში იატაკზე დაყრილი პროდუქტი აჩვენეს. იაპონიის ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ატომური ობიექტები არ დაზიანებულა.

მიწისძვრის სიმძლავრემ, ბოლო მონაცემებით, 7.3 მაგნიტუდა შეადგინა.